2018 წლის 15-16 სექტემბერს, კახეთში, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, გაიმართა მედიასემინარი ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე. სემინარი ჩატარდა პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ. 

21-09-2018

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/ECOVISION“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, ჩაატარა კვლევა თბილისში, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ. განაცხადი აღნიშნული კვლევის შესახებ, ორგანიზაციამ პარლამენტში წარადგინა 2018 წლის 1 ივნისს, პარლამენტის მიერ, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების (TOR) შესაბამისად. 

 

13-08-2018

2018 წლის 21-22 ივლისს, ბორჯომში, ჩატარდა სემინარი ჟურნალისტებისათვის ტყის ხანძრების პრევენციის თემაზე. სემინარი გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/EcoVision" და კომპანიების „m2 უძრავი ქონება“ და „ჯეპრას“ მიერ.

25-07-2018

2018 წლის 14-15 ივლისს, კახეთში, არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი ჟურნალისტებისათვის. სემინარის მთავარი თემა იყო ჰაერის დაბინძურება. "ეკოხედვა/EcoVision" მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევაში ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ მედიასემინარზე "ეკოხედვამ/EcoVision" ჟურნალისტებს 2 კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინა

16-07-2018

2018 წლის 13-16 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა ტრენინგები თბილისის 50-მდე სკოლის პედაგოგებისთვის ხანძრების პრევენციის თემაზე. ტრენინგები ჩატარდა კომპანია m2-ის მხარდაჭერით. 

18-06-2018

პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სასკოლო კონკურსი. მასში 20-მდე ქვეყნის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები შესთავაზონ ფართო აუდიტორიას თუ როგორ დაზოგონ ენერგია და როგორ გამოიყენონ ის უფრო ეფექტურად.

11-06-2018