გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია

24 მაისს, 1 საათზე, ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად დიღმის ტყე-პარკში ჩატარდება სასკოლო აქცია. ღონისძიებაზე დაირგვება ხეები, მოეწყობა დასუფთავების აქცია, მოხდება ნარჩენების სეპარაცია, დაჯილდოვდებიან სახალისო კონკურსის გამარჯვებულები, გაიმართება ვიქტორინა, აქციის წამყვანები მოსწავლეებთან ერთად იმღერებენ სიმღერებს ენერგიის დაზოგვის შესახებ. სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ნატურალური წვენებითა და ხილით და ა.შ.

 

სასკოლო აქცია ტარდება ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ კომპანია „ბოშის“ (Bosch) და „ელიტ ელექტრონიქსის“ ორგანიზებით, პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში.

20-05-2014