ეკობანაკი ურეკში - ივლისი 2014

2014 წლის 5-10 ივლისს, ურეკში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 20-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე. 

 

ეკობანაკი ურეკში - ივლისი 2014

 

ეკობანაკის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ პრომეთეს მღვიმეს, სადაც მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით ტურში. ეკობანაკის მონაწილეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია ურეკში. მოსწავლეებმა ასევე გადაიღეს ვიდეო კლიპები „გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება“  და „ენერგოდაზოგვა“. ეკობანაკის ფარგლებში ასევე გაიმართა სახალისო და შემეცნებითი გარემოსდაცვითი თამაშები. ეკობანაკში ასევე მონაწილეობა მიიღეს საბავშვო გარემოსდაცვითი გადაცემის „ეკოვიზია“ წამყვანებმა.  

25-07-2014
http://ecovision.ge/uploads/posts/2014-07/1406301999_10502085_351650074986308_1821113235292895100_n.jpg