ეკობანაკი წაღვერში - ივნისი 2012

2014 წლის 1-7 ივნისს, კეჩხობში (წაღვერი) არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 30-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე, მათ შორის: ენერგიის, წყლის, ბიომრავალფეროვნების შესახებ.

 

ეკობანაკი წაღვერში - ივნისი 2012

 

ეკობანაკის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სადაც პარკის რეინჯერმა ჩაუტარა მათ ლექცია. ეკობანაკის მონაწილეებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია წაღვერში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წაღვერის მაცხოვრებლებმა და ტურისტებმა. ღონისძიება ბორჯომის ტელევიზიამ გააშუქა.

 

ეკობანაკის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები. 

პროექტი SPARE დაფინანსებულია ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოება/დედამიწის მეგობრების მიერ.  

 

7-06-2012
http://ecovision.ge/uploads/posts/2014-07/1406548265_554884_603800252979323_1400091369_n.jpg