გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია ნარჩენების გადამუშავების შესახებ ბათუმში

2014 წლის  29 აგვისტოს, ქ. ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „EcoVision/ეკოხედვას“ ორგანიზებით, პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო“  და  ფესტივალის „არტ აქტივი 2014“ ფარგლებში, გაიმართა გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით და ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პოპულარიზაცია, კერძოდ მაკულატურისა და პლასტმასის. აქციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლემ. 

ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა მოსწავლემ მოიტანა 10 ცალი პლასტმასის ბოთლი და 2 კგ. მაკულატურა - ეს იყო „ბილეთი“. დაიდგა სპეციალური ყუთები, სადაც განთავსდა მოსწავლეების მიერ მოტანილი მაკულატურა და პლასტმასი. 

ღონისძიებაზე გაიმართა ვიქტორინა მოსწავლეებისათვის ნარჩენებთან დაკავშირებით, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ლოგოებიანი მაისურებითა და ნარჩენების თემაზე შექმნილი საბავშვო წიგნებით; მოეწყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში შექმნილი ახალი სოციალური ვიდეო რგოლებისა და საბავშვო სიმღერების  კლიპების ჩვენება; ასევე ჩატარდა მასტერ-კლასები „ჯადოსნური თითები“ ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ეკოხედვა/EcoVision პარტნიორები ამ ღონისძიებაზე იყვნენ ნარჩენების გადამუშავების ბიზნესის წარმომადგენლები: პლასტმასის გადამამაუშავებელი საწარმო - შ.პ.ს. “სევერი” და მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმო - შ.პ.ს. “რონი“.  პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

5-09-2014
http://ecovision.ge/uploads/posts/2014-09/1409912038_dscn9822.jpg