კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

2014 წლის 28 ნოემბერს, 17 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონის“ №5 დარბაზში, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" ფარგლებში, გაიმართება კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 

გამარჯვებულებს დააჯილდოებენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ხელმძღვანელი საქართველოში ქალბატონი ევა სმედბერგი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბატონი ელგუჯა ხოკრიშვილი.

27-11-2014