თბილისის ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანიის გახსნა

2015 წლის 14 მარტს, 15 საათზე, ქ. თბილისის დენდროლოგიურ პარკში (თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია) დაიწყება თბილისის ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანია. ღონისძიებას მართავს ქ. თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების: „მოქალაქე“ და „ეკოხედვა/EcoVision“ მხარდაჭერით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. გამწვანების კამპანიის გახსნის ცერემონიაზე დაირგვება ხეები, ასევე ჩატარდება ღია ლექციები მოსწავლეებისათვის ურბანული გარემოს გამწვანების მნიშვნელობასა და ზოგადად მწვანე საფარის და ტყეების მნიშვნელობაზე ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის. ასევე ბავშვებს მიეწოდებათ ინსტრუქცია ხეების სწორად დარგვის და მოვლის შესახებ. გამწვანების კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სკოლების  ეკოკლუბები.

 

ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის 80-მდე სკოლის ეზოების გამწვანება.  ხეების დარგვის აქციები გაიმართება მარტის თვეში და მიეძღვნება ტყეების საერთაშორისო დღესა (21 მარტი) და წყლის მსოფლიო დღეს (22 მარტი).

 

13-03-2015