შეხვედრა თბილისის საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებთან

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 26 მარტს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თბილისის საერთაშორისო ქართული სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებთან. ბავშვებმა გაიგეს განსხვავება ნარჩენსა და ნაგავს შორის, ასევე მათ ჩაუტარდათ მასტერკლასები ნარჩენებისგან ახალი ნივთების აწყობაზე.

 

შეხვედრა თბილისის საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებთან

 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები: ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის, ასევე გადაცემის „ეკოვიზია“ კალენდრები.

 

30-03-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-03/1427713737_dsc_0420-copy-copy.jpg