„დედამიწის საათი 2015“

2015 წლის 28 მარტს, თბილისში, მრგვალ ბაღში, „დედამიწის საათი 2015“ აღინიშნა. ღონისძიებაზე გაიმართა ცეცხლოვანი შოუ და ცოცხალი მუსიკის კონცერტი. 

 

„დედამიწის საათი“ ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა მსოფლიოში, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს  ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას. საქართველო წელს დედამიწის საათს მეშვიდედ შეუერთდა. 28 მარტს, საღამოს, ერთი საათის განმავლობაში სიმბოლურად გამოირთო გარე განათება სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ისტორიული ნაგებობების ფასადებზე.

 

„დედამიწის საათი 2015“

 

საქართველოში „დედამიწის საათი 2015“-ის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF  და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). „დედამიწის საათი 2015“-ის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“.

 

30-03-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-03/1427723021_dsc_0149-copy-copy.jpg