საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ „დედამიწის საათი“ აღნიშნა

2015 წლის 28 მარტს, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია „დედამიწის საათი“ – „ჩააქრე სინათლე ერთი საათით“. სასახლის აღსაზრდელებმა დაარიგეს ამ დღისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტები. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საქართველოს  ისტორიის და ეთნოგრაფიის კაბინეტის, გეოეკოლოგიის წრის (პედ. ეკა ელიზბარაშვილი) მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეს და შეკრებილებს მიმართეს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა ბაკურ ბერიტაშვილმა, გეოგრაფმა, პროფესორმა  სოფო თურმანიძემ, იაპონიის საელჩოს ატაშემ, ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ; ასევე, ცნობილმა სპორტსმენებმა, საქართველოს ეროვნული საკალათბურთი ნაკრების წევრებმა. 

 

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ „დედამიწის  საათი“ აღნიშნა

 

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა, მხარდასაჭერად გამოვიდნენ სასახლის ქორეოგრაფიული  ანსამბლი „გაზაფხული“ და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“. აქციის პარალელურად,  მოსწავლეებმა  ასფალტზე დახატეს  გარემოსდაცვითი ნახატები,  შეგროვდა მხარდამჭერი ხელმოწერები. სიმბოლური ათვლის შემდეგ, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სინათლე ჩააქრეს.  აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას მოუწოდეს: „სახლიდან გასვლისას ჩააქრეთ შუქი! „ხშირად იარეთ ველოსიპედით ან ფეხით“, „დაზოგეთ წყალი, არ დატოვოთ ონკანი ღია“, „მაქსიმალურად გამოიყენეთ ბინის ბუნებრივი განათება.“ 

 

1-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1427887357_11083916_953411924703570_5624537855600133759_n-copy.jpg