ფოთში წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2015 წლის 23 მარტს, ფოთში წყლის რესურსების დღისადმი (21 მარტი) მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ ფოთის მე-4, მე-5 საჯარო სკოლის და თამარ ფაჩულიას საავტორო გიმნაზიის მოსწავლეები, კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომლები და რეინჯერები, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სპეციალისტები. ფოთის მე-4 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტის 'SPARE' ქსელში.

 

ფოთში წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

„დაფიქრდი: ნუ დააბინძურებ სასიცოცხლო რესურსებს: მდინარეებს, ტბებს, წყალსაცავებს, რითაც გადავარჩენთ ჩვენს თავს, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და მთელ სამყაროს...“ ამ შინაარსის პლაკატებითა და მოწოდებებით მიმართეს მოსწავლეებმა საზოგადოებას და გაავრცელეს მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები.

 

მსვლელობის უსაფრთხოება უზრუნველყო საპატრულო პოლიციამ, მასალები გააშუქა ტელეკომპანია „მე-9 ტალღამ“.

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

 

2-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1427979623_11130289_1093788630638580_3815973570784329001_n-copy.jpg