სკოლებმა „დედამიწის საათი 2015“ აღნიშნეს

„დედამიწის საათი 2015“-ის აღნიშვნას საქართველოში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საერთაშორისო პროექტში  „SPARE“ ჩართულმა სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბელებმა ამ დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქციები მოაწყვეს.

 

ქ. თბილისის 106-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „ისტგეომ" დედამიწის საათის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რატომ არის მნიშვნელოვანი „დედამიწის საათის" მშვიდობიანი მანიფესტი, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. სკოლაში განთავსდა ინფორმაციული სტიკერები და ნახატები. ამ თვეში განხორციელებული პროექტების (ჩააბარე მაკულატურა - შეუნარჩუნე ხეებს სიცოცხლე და ამასთანავე დაზოგე ენერგია და სხვა) საშუალებით ეკოკლუბმა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. „აჩუქეთ დედამიწას ერთი საათი - ის გვაერთიანებს პლანეტის დასაცავად!’’

 

სკოლებმა „დედამიწის საათი 2015“ აღნიშნეს

 

ხაშურის გ. ტაბიძის სახელობის #6 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „დედამიწის საათის" შესახებ საინფორმაციო აქცია ჩაატარა. ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია „დედამიწის საათის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა დატოვეს სამახსოვრო სტიკერები, სადაც წერია თუ რას უსურვებენ დედამიწას. 

 

თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დედამიწის საათის" აღსანიშნავად მწვანე ყუთი გააკეთეს და სკოლაში დადგეს.

 

სკოლებმა „დედამიწის საათი 2015“ აღნიშნეს

 

28 მარტს, თელავის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში, თეატრის წინ მოეწყო აქცია, რომლის დროსაც ქალაქში 1 საათი შუქი ჩაქრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკოკლუბის წევრები, თელაველი ახალგაზრდები, ორგანიზაციის „თელავი ჩემი ქალაქია" დამფუძნებლები და ქალაქის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ კლუბის წევრები - გიორგი ოთიაშვილი, მარიამ გიგაური, მარიამ ქვარიანი და ელენე გზირიშვილი.

 

„დედამიწის საათი“ ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა მსოფლიოში, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს  ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას. საქართველო წელს დედამიწის საათს მეშვიდედ შეუერთდა. საქართველოში „დედამიწის საათი 2015“-ის ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF  და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). „დედამიწის საათი 2015“-ის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“.

 

5-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1428260271_10417516_769820439800503_148671925003121114_n.jpg