შეხვედრა სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 16 აპრილს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

 

შეხვედრა სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები: ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის, ასევე გადაცემის „ეკოვიზია“ კალენდრები.

 

 

16-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1429195412_dscn0075-copy.jpg