ერთად აღვნიშნოთ დედამიწის დღე!

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, CENN და ICMA გიწვევთ 2015 წლის 22 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში (კოსტავას #64) დედამიწის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

 

ღონისძიება მოიცავს:

 

· ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე შემუშავებული პოსტერების გამარჯვებულების დაჯილდოებას

· SPARE-ს საერთაშორისო სასკოლო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებას 

· ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე შემუშავებული პოსტერების და ნახატების გამოფენას

· საქველმოქმედო აქციას: მეორადი სათამაშოების, წიგნების და სხვა ნივთების შეგროვება ბავშვთა თავშესაფარისთვის;

· ნარჩენებისგან შექმნილი ნივთების გამოფენას;

· მასტერ-კლასებს ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნაზე;

· შემეცნებით–გასართობ თამაშებს: ეკოვიქტორინა, „კალათ–ბოთლი“, „ბოულინგი“, „ნარჩენების დახარისხება“;

· გარემოსდაცვითი სიმღერების კარაოკეს;

· ხეების დარგვის აქციას

 

20-04-2015