„დედამიწის დღე“ 2015

2015 წლის 22 აპრილს, თბილისის ზოოპარკში დედამიწის დღის აღსანიშნი სასკოლო აქცია ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) მიერ, თბილისის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

 

„დედამიწის დღე“ 2015

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის “SPARE” ქსელში ჩართულმა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა. აქციაზე დაჯილდოვდნენ “SPARE”-ს სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ეკობანაკში ტიანშანის მთებში, ასევე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ეკობანაკებში. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ნარჩენების მდგრადი მართვის პოპულარიზაციის თემაზე გამართული კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები აჭარისა და კახეთის საჯარო სკოლებიდან. 

 

აქციაზე გაიმართა საბავშვო ეკოვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით; ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი თამაშები ნარჩენების თემაზე: „კალათ-ბოთლი“, „ბოულინგი“, „ნარჩენების დახარისხება“; აქციის წამყვანებმა მოსწავლეებთან ერთად იმღერეს სიმღერები, რომლებიც შეიქმნა „EcoVision/ეკოხედვას“ მიერ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში; ჩატარდა მასტერ-კლასები ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნაზე. ღონისძიებაზე გაიმართა ნარჩენებისგან შექმნილი კომპოზიციების გამოფენა, ბავშვთა თავშესაფრებისთვის მეორადი სათამაშოებისა და წიგნების შეგროვება. მოსწავლეებმა მოაწყვეს გარემოსდაცვითი ფლეშმობი; აქციის ბოლოს მოეწყო გამწვანების აქცია.

 

„დედამიწის დღე“ 2015

 

„დედამიწის დღის“ აღსანიშნ ღონისძიებას შეუერთდნენ: Winrock Georgia, „ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია“, პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიის ბიოეთიკის ლექტორი და სტუდენტები.

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

 

 

27-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1430133224_dsc_0653-copy-copy.jpg