წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღე აღნიშნა

2015 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბის „დედამიწის ქომაგები" წევრებმა უმცროსკლასელებს ჩაუტარეს მინი ლექცია თუ რას აღნიშნავს და რატომ მსოფლიო 22 აპრილს. პატარებმა თავიანთი მოსაზრებები დაწერეს ფურცლებზე თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ დედამიწას და ამ თემის ირგვლივ  გაიმართა დისკუსია. შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა მოსახლეობასთან ჩაატარეს გამოკითხვა: „რას აღნიშნავს მსოფლიო 22 აპრილს?“ ეკოკლუბის წევრებმა გამოკითხვასთან ერთად გაავრცელეს მათ მიერ შექმნილი ბროშურები. 

 

წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღე აღნიშნა

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ეკოკლუბის „დედამიწის ქომაგები" წევრებს და ხელმძღვანელს - ბიოლოგიის პედაგოგს, ქალბატონ ხატია რაზმაძეს. 

 

წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღე აღნიშნა

 

საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

 

27-04-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-04/1430146960_20150422_111851-copy-copy-copy.jpg