თბილისის #167 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო

2015 წლის 4 მაისს, ქ. თბილისის #167 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო. მოსწავლეებმა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები.

 

მოსწავლეებმა საინტერესო დადგმები მოაწყვეს სხვადასხვა გარემოსდაცვით პრობლემაზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ენერგოდაზოგვაზე, ენერგოეფექტურობასა და ნარჩენებზე. 

 

თბილისის #167 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო

 

ქ. თბილისის #167 საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ქ. თბილისის #167 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ თამარ ბასილიძეს.

 

 

6-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1430918024__dsc0501-copy-copy.jpg