პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შეხვედრა

2015 წლის 5 მაისს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა გახსნეს.

 

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შეხვედრა

 

პროექტს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო" და კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ ახორციელებს, რომლის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. „დავასუფთაოთ საქართველო“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

7-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1431000280__dsc0561-copy-copy.jpg