ეკოკლუბმა „დედამიწის ქომაგები“ გარემოსდაცვითი აქცია მოაწყო

2015 წლის 30 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბს „დედამიწის ქომაგები" 1 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც გარემოსდაცვითი აქცია ჩაატარეს. სკოლის სააქტო დარბაზში გამოიფინა მოსწავლეთა ნახატები გარემოსდაცვით თემაზე, ასევე მოეწყო ეკოკლუბის წევრების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა სახელწოდებით „ნივთების მეორე სიცოცხლე“ ნარჩენების მართვის თემაზე. 

 

ეკოკლუბმა  „დედამიწის ქომაგები“ გარემოსდაცვითი აქცია მოაწყო

 

ღონისძიებაზე გაიმართა გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ვიდეოს ჩვენება, ეკოკლუბის წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები პატრიარქის საკვირაო ქადაგებებიდან, რომელიც ეხებოდა ბუნების დაცვას. მოეწყო წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის გარემოსდაცვითი აქტივობების პრეზენტაცია. აქციის ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ეკოკლუბის „დედამიწის ქომაგები“ საიუბილეო ტორტი.

 

ღონისძების მიზანი იყო მოსწავლეებში, მასწავლებლებში, მშობლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ეკოკლუბის „დედამიწის ქომაგები" წევრებს და ხელმძღვანელს - ბიოლოგიის პედაგოგს, ქალბატონ ხატია რაზმაძეს. 

 

ეკოკლუბმა  „დედამიწის ქომაგები“ გარემოსდაცვითი აქცია მოაწყო

 

საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

10-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1431289057_20150430_125717-copy-copy.jpg