რეგიონული შეხვედრები რუსთავის, გორის და ქუთაისის სკოლების პედაგოგებთან

2015 წლის 7, 8 და 14 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა რეგიონული შეხვედრები რუსთავის, გორის და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებთან.

 

რეგიონული შეხვედრები რუსთავის, გორის და ქუთაისის სკოლების პედაგოგებთან

 

შეხვედრების მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.

 

რეგიონული შეხვედრები რუსთავის, გორის და ქუთაისის სკოლების პედაგოგებთან

 

პედაგოგებს ასევე მიეწოდათ „ეკოხედვის/EcoVision“ მიერ მომზადებული ინტეგრირებული  (ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) გაკვეთილის სილაბუსი „ნარჩენები“. მოსწავლეებისთვის ნარჩენების თემაზე ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან გაამდიდრებს მათ ცოდნას ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოს, ნარჩენების წარმოქმნის მექანიზმების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი (გადამუშავების) გამოყენების გზების და მნიშვნელობის, რესურსების რაციონალურად სარგებლობის პრინციპების  შესახებ.  ასევე მნიშვნელოვანია  სასკოლო საგნებს შორის თემის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა, რადგან ნარჩენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მისი გადამუშავების ქიმიურ-ბიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს.

 

რეგიონული შეხვედრები რუსთავის, გორის და ქუთაისის სკოლების პედაგოგებთან

 

შეხვედრების ბოლოს პედაგოგებს გადაეცათ ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ ნარჩენების თემაზე მომზადებული და გამოცემული ლექსების კრებული „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ასევე ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის: „კომპოსტირება საოჯახო პირობებში“, „ნარჩენების დახარისხება“ და „ნარჩენების გადამუშავება“.

 

 

 

 

 

15-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1431344899_dscn0144-copy.jpg