გ. რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლის ეკოკლუბის გახსნა

2015 წლის 1 მაისს, გ.რამიშვილის სახელობის მე-20 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა კლუბი მანამდეც აქტიურად იღებდა მონაწილეობას არაერთ ღონისძიებაში. კლუბის მიზანია მოსწავლეებში ეკოკულტურის და ცოდნის დონის ამაღლება. 

 

გ. რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლის ეკოკლუბის გახსნა

 

ეკოკლუბის ლოგოს ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა X''' კლასის მოსწავლე დავით ნინოშვილმა, რომელმაც თავად შექმნა კლუბის ლოგო. მანვე დაამზადა გულსაბნევები კლუბის ლოგოს გამოსახულებით. 

 

IV, V, VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონკურსში „საუკეთესო ჩიტის სახლი". ბავშვებმა წარმოადგინეს ნარჩენებისგან (წვენის, რძის ყუთებისგან) დამზადებული სახლები ჩიტებისათვის, რომელსაც მოგვიანებით სხვადასხვა ადგილებზე განათავსებენ. ჩიტების სახლების დამზადებაში ბავშვებს დაეხმარა ხელოვნების პედაგოგი - ლელა გაბუნია.

 

გ. რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლის ეკოკლუბის გახსნა

 

კლუბის გახსნის ცერემონიაზე IV' კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ირინა ზაქარეიშვილი) წარმოადგინეს საკუთარი ნახატები ცხოველების და ბუნების თემაზე. ასევე, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები გარემოს დაცვაზე და ცხოველებზე.

 

ეკოკლუბისთვის ნარჩენების ურნები დაამზადა სალომე ლაპიაშვილმა.

 

 

კლუბის მუშაობას უძღვება ფიზიკის პედაგოგი - თამარ ხუჭუა.

კლუბის თავმჯდომარეები არიან: სალომე ლაპიაშვილი, მაცაცო გოდერძიშვილი.

ჟურნალისტები: მარიკო ფილიპია, ქეთი გაგოშიძე.

საზოგადოებასთან ურთიერთობა: დავით ნინოშვილი,ნინო კაპანაძე. ელენე პაპინაშვილი, თათია მექვაბიძე.

ეკოკლუბის წევრები ოთახის გამოყოფისთვის მადლობას უხდიან სკოლის დირექციას. ოთახის მოწესრიგებაზე იზრუნეს X კლასის მოსწავლეებმა: დათო მირიანაშვილმა, ნინო კაპანაძემ,ზაზა შანიძემ.

კედლები მოხატა X' კლასის მოსწავლე სალომე ლაპიაშვილმა.

კლუბის მხარდამჭერები არიან: პედაგოგები - ირინა ზაქარეიშვილი, მარი ჯოხაძე, ნინო იაგორაშვილი, ქეთი ახალკაციშვილი, ლელა გაბუნია.

 

გ. რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლის ეკოკლუბის გახსნა 

 

გ.რამიშვილის სახელობის მე-20 საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

 

 

14-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1431600008_11217830_380449658810082_2882632597492969832_n-copy.jpg