დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი"

დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი", რომლის მხარდამჭერიც წელს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“. 

 

მოგმართვათ სკოლებს და პედაგოგებს, რომლებიც ჩართული იყავით ან ახლა გსურთ ჩაერთოთ „ბაღის ფრინველთა საათში", მოგიწოდებთ, 2015 წელს შეუერთდეთ აღნიშნულ საგანმანათლებლო კამპანიას, ჩაერთოთ და გაიაროთ რეგისტრაცია. კამპანიაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია საიტზე (ამ ეტაპზე მხოლოდ მასწავლებლების დარეგისტრირებაა შესაძლებელი, სხვა მომხმარებლების რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია).

 

დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი"

 

აქ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია პედაგოგებისთვის რეგისტრაციასთან და ზოგადად

კამპანიასთან დაკავშირებით.

 

გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ორ ცვლილებაზე, რომელიც 2015 წლიდან

დაინერგა:

 

1. 2015 წლიდან საჭირო იქნება ხელახალი რეგისტრაციის გავლა ყოველწლიურად. ყოველ წელს, როცა გადაწყვეტთ კამპანიაში მონაწილეობას, ხელახლა უნდა დარეგისტრირდეთ კამპანიის დაწყებისას (გაზაფხულზე).

 

2. ფრინველებზე დაკვირვებისას მოსწავლეები აღარ ავსებენ აღრიცხვის ფურცლებს.მათ აქვთ ფერადი საიდენტიფიკაციო ფურცელი და სუფთა ფურცელი.

საიდენტიფიკაციო ფურცელი დაეხმარებათ ფრინველების გამოცნობაში, ხოლო სუფთა ფურცელზე უნდა

ჩაინიშნონ მათი რაოდენობა სახეობების მიხედვით (მაგალითად, რამდენი შაშვი, რამდენი ბეღურა და ა.შ.).

 

იხილეთ კამპანიის „ბაღის ფრინველთა საათი” Facebook გვერდი 

ასევე, წინასწარ  შეგიძლიათ იხილოთ ის მასალები, რაც დარეგისტრირების შემთხვევაში იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი აღნიშნული კამპანიის ჩატარებისას. იხილეთ: ბროშურა, გზამკვლევი, ინფორმაცია პედაგოგებისთვის.

 

მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი და სკოლის მონაცემები: Email: ninokituashvili@gmail.com ნინო ქიტუაშვილი - სასკოლო პროგრამების კოორდინატორი.

 

 

 

15-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1431696042_11188422_868365946553710_6238082185117096476_n-copy.png