სემინარი ეკოკლუბელთათვის - სამუშაო სივრცის სიჯანსაღის შეფასება

2015 წლის 17 მაისს, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში ეკოკლუბების წევრებისათვის ჩატარდა სამუშაო სივრცის სიჯანსაღის შეფასების ტრენინგ-სემინარი. მას უძღვებოდნენ ნინო სულხანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ლაღიძე, ეკოკლუბების ალიანსის ხელმძღვანელი. შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა და მასში ბორჯომის, წაღვერისა და ახალდაბის საჯარო სკოლებიდან 22 ეკოკლუბელი მონაწილეობდა.

 

სემინარი ეკოკლუბელთათვის - სამუშაო სივრცის სიჯანსაღის შეფასება

 

ეკოკლუბელებმა ისწავლეს სხვადასხვა ელექტროხელსაწყოს გამოყენებით სამუშაო გარემოს შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეფასება: განათება, ტემპერატურა, ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა, ხმაური. სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ასევე გაზომეს დენის წყაროდან მომავალი დენის ვოლტაჟი, მზის გამოსხივების სიძლიერე, შენობის კედლების ტემპერატურა. მიღებული მონაცემების ანალიზის მიხედვით ეკოკლუბელებმა შეაფასეს სასემინარო დარბაზის სიჯანსაღე, შეიმუშავეს მისი გაუმჯობესების რეკომენდაციები. სემინარზე ასევე ისაუბრეს შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებისა და ყოველდღიურობაში ენერგოდაზოგვის წესების შესახებ.

 

სემინარი ეკოკლუბელთათვის - სამუშაო სივრცის სიჯანსაღის შეფასება

 

ნინო სულხანიშვილის ინიციატივით, ერთ-ერთ სკოლაში დამონტაჟდება ჰაერის ხარისხის შეფასების სენსორული ხელსაწყო - ე.წ. Air Quality Egg. ხელსაწყოდან, რომელიც მუდმივად ინტერნეტთან იქნება დაკავშირებული, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები განთავსდება სპეციალურად შექმნილ საქართველოს www.haeri.ge და მსოფლიო რუკაზე http://airqualityegg.com, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.

 

 

 

 

20-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1432130913_11120586_350188561844049_3407583332735758221_n-copy.jpg