საჯარო ლექცია კომპოსტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 22 მაისს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, მოეწყო საჯარო ლექცია ქ. თბილისის #139 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. ლექცია კომპოსტის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ბატონმა ბესო კალანდაძემ ჩაატარა. მოსწავლეებმა გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს კომპოსტს, ასევე ისწავლეს მისი დამზადების და მოხმარების წესები.

 

საჯარო ლექცია კომპოსტის შესახებ

 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები:  ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის.

 

 

25-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1432549876__dsc0807-copy-copy.jpg