ეკობანაკი ურეკში - ივნისი 2013

2013 წლის ივნისში, ურეკში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 30-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე.  

 

ეკობანაკი ურეკში - ივნისი 2013

 

ეკობანაკის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და ბათუმის დელფინარიუმს. ეკობანაკის ფარგლებში ასევე გაიმართა სახალისო და შემეცნებითი გარემოსდაცვითი თამაშები. ეკობანაკში ასევე მონაწილეობა მიიღეს საბავშვო გარემოსდაცვითი გადაცემის „ეკოვიზია“ წამყვანებმა.   

 

 

30-07-2013
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1432551015_1044253_627464450604526_993923611_n-copy.jpg