შეხვედრები თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან ნარჩენების თემაზე

2015 წლის 27, 28 და 29 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, თბილისის მერიის თხოვნით, გაიმართა შეხვედრები თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან, დირექტორებთან და მეთოდისტებთან.

 

შეხვედრები თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან ნარჩენების თემაზე

 

შეხვედრების მიზანი იყო საბავშვო ბაღების წარმომადგენლების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე საბავშვო ბაღებში. 

 

შეხვედრების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ნარჩენებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მოდულის შესახებ, რომელიც სპეციალურად საბავშვო ბაღებისთვის შეიქმნა. ისინი ასევე გაეცნენ პროგრამას, რომელიც შედგება ნარჩენებთან დაკავშირებული მულტფილმების, სიმღერების, თამაშებისა და წიგნებისგან. შეხვედრების ბოლოს მათ გადაეცათ ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ ნარჩენების თემაზე მომზადებული და გამოცემული ლექსების კრებული „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ასევე ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის: „კომპოსტირება საოჯახო პირობებში“, „ნარჩენების დახარისხება“ და „ნარჩენების გადამუშავება“.

 

31-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1433096452_dscn0428-copy.jpg