თბილისის #130 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო

2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები.

 

თბილისის #130 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო

 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ენერგოეფექტურობაზე, ენერგოდაზოგვასა და ნარჩენების მართვაზე. მათ ასევე წაიკითხეს გარემოსდაცვითი ლექსები. ღია გაკვეთილზე მოეწყო მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი ნივთების გამოფენა. ეკოკლუბის წევრებმა ასევე წარმოადგინეს ენერგოეფექტური რჩევები.

 

თბილისის #130 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო

 

ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს, ქალბატონ თეონა ქოქოსაძეს.

 

2-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1433254476_dsc_0834-copy-copy.jpg