შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 3 ივნისს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ოფისში, გაიმართა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა.

 

შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები: ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ნარჩენებისა და ენერგოეფექტურობის თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის, ასევე გარემოსდაცვითი პლაკატები.

 

4-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1433425865_dscn0103.jpg