დასუფთავების აქციები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2015 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს მოხალისეს“ ორგანიზებითა და „ეკოხედვას/EcoVision“ მხარდაჭერით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ლაგოდეხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დასუფთავების აქციები.

 

დასუფთავების აქციები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

ლაგოდეხის მოხალისეები შეუერთდნენ ლაგოდეხის წითელი ჯვრის მოხალისეებს და ერთად დაასუფთავეს ნაკრძალში არსებული დენდრო პარკი. ამის შემდეგ მოხალისეთა კლუბის პატარა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის მინისტრის დასახვედრად მოწყობილ ღონისძიებაში. მათ ინსცენირება გაუკეთეს „ეკოხედვას/EcoVision” მიერ გამოცემულ, ნარჩენების თემაზე შექმნილ მოთხრობას და გააჟღერეს მოწოდებები, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია!", „გადაარჩინე და გადაგარჩენს!" იქ შეკრებილ საზოგადოებას დაურიგეს ფლაერები და „ეკოხედვას/EcoVision” გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი წიგნები. შემდეგ მოხალისეებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში, სოფლის გამგებელთან ერთად დაასუფთავეს სკოლისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.

 

დასუფთავების აქციები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

თეთრიწყაროს მოხალისეებმა დასუფთავების აქციები სამების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე,სოფელ ფარცხისში, საღრაშენში, ჯორჯიაშვილსა და კოდაში მოაწყვეს. მათ ასევე მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ მადლობას უხდის აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

 

დასუფთავების აქციები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

10-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1433950065_11392972_1266797636713661_9085739416599316259_n.jpg