კონკურსის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ დაჯილდოება

2015 წლის 10 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. კონკურსის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“. 

 

კონკურსის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ დაჯილდოება

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision“ გამოავლინა თავის რჩეული ნამუშევრები, რომელთა ავტორებიც

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო სულხანიშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს გადაეცათ ნარჩენებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ „ეკოხედვას/Ecovision“ მიერ გამოცემული წიგნები და მაისურები. გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან „ეკოხედვას/Ecovision“ საზაფხულო ეკობანაკებში, რომლებიც ურეკსა და ცემში მოეწყობა.

 

კონკურსის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ დაჯილდოება

 

კონკურსში „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“ ჩართულმა თითოეულმა მოსწავლემ, კონკურსის თემიდან გამომდინარე, საკუთარ რეგიონში თუ სოფელში მოიძია, დააფიქსირა, აღწერა და ფოტო და ვიდეო მასალის მეშვეობით წარმოადგინა ბუნებასთან დაკავშირებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და წინაპრებიდან მოღწეული ბუნებრივი რესურსების გამოყენების უძველესი მეთოდები. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. 

 

 

11-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1434028208__dsc0066-copy-copy.jpg