პროექტის „SPARE” საერთაშორისო ბანაკი ტიან-შანის მთებში

2015 წლის 5-9 ივნისს, ყაზახეთში, ტიან-შანის მთებში, მოეწყო პროექტის „SPARE” საერთაშორისო სასკოლო ბანაკი „კლიმატი, ენერგია და გარემო“. ბანაკში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 11 ქვეყნიდან, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსის „ენერგია და საცხოვრებელი გარემო“ ეროვნულ ეტაპზე. 

 

პროექტის „SPARE” საერთაშორისო ბანაკი ტიან-შანის მთებში

 

საქართველოში პროექტის „SPARE” კონკურსის ეროვნული ეტაპი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision” და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა. კონკურსის გამარჯვებული 3 მოსწავლე: იოანე ანდრიაძე (ქ. თბილისის #149 საჯარო სკოლა), ნიკა ვაშაკიძე (ქ. თბილისის #114 საჯარო სკოლა), გიორგი ორკოდაშვილი (ქ. თელავის #1 საჯარო სკოლა) და პედაგოგი ელისო შურღაია (ქ. სენაკის #1 საჯარო სკოლა) გაემგზავრნენ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ყაზახეთში.

 

პროექტის „SPARE” საერთაშორისო ბანაკი ტიან-შანის მთებში

 

საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები. მათ ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგები ენერგოეფექტურობასა და ენერგოდაზოგვაზე. ბანაკში მოეწყო შემეცნებითი და სახალისო თამაშები და სათავგადასავლო ტურები.

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

 

 

18-06-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-06/1434639577_2-copy.jpg