ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

2015 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე, კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკები „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებითა და „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 250-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის „ეკოვიზია“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა. 

 

ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

 

ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდი, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით. 

 

ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

 

ეკობანაკებში, გარემოსდაცვით თემებზე პოპულარული ლექციები წაიკითხეს ამ დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა. ეკობანაკებში მონაწილეობა მიიღეს გადაცემა „ეკოვიზიის“ წამყვანებმა და გადამღებმა ჯგუფმა. ბანაკის აქტივობები მუდმივად შუქდება  ეკოვიზიის ეთერით, რომელიც გადაიცემა ყოველ შაბათს 11:00 საათზე და კვირას 17:00 ტელეკომპანია GDS-ის ეთერით.

 

ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

 

ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

 

- ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;

- ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;
- განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;
- ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;
- ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

 

2015 წლის აგვისტოში, ეკობანაკი „ეკოხედვა“ მე-12 კლასის მოსწავლეთათვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყობა. 

 

 

იხილეთ ეკობანაკის "ეკოხედვა" ბლოგი, სადაც განთავსებულია ბანაკის მონაწილე ბავშვების შთაბეჭდილებები.

 

ეკობანაკი კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე - ივნისი-ივლისი 2015

 

 

 

 

30-07-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-07/1438277803_img_2986-copy-copy.jpg