SPARE (School Project for Application of Resources and Energy)

2002 წლიდან დღემდე: მდგრადი განვითარების კავშირი – “ეკოხედვა/ECOVISION”, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2002 წლიდან საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო სასკოლო პროექტს - SPARE (School Project for Application of Resources and Energy), რომლის მთავარი მიზანია ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა სკოლებსა და სკოლების მეშვეობით საზოგადოებაში. დღეისთვის SPARE მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდება პრაქტიკული ღონისძიებები ადგილობრივ თემებში. ყოველწლიურად ტარდება სემინარები, ტრენინგები და პრაქტიკული მეცადინეობები. გამოიცა პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის მომზადებული სახელმძღვანელოები, სამუშაო რვეულები, რომლებიც განათლების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ დამტკიცებულია და შეტანილია სკოლებში ფაკულტატური სახით.  ორგანიზაციის ინიციატივით პროექტის ფარგლებში შეიქმნა თამაშების სერიები ბავშვებისთვის, რომლის  მეშვეობით ისინი ეცნობიან ძირითად საკითხებს და იძენენ ძირითად უნარ-ჩვევებს ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის  და ასევე კლიმატის ცვლილების შესახებ. ამჟამად,  SPARE პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოში  80 ეკო-კლუბის დაარსება. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოების/დედამიწის მეგობრები - ნორვეგია და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

27-02-2014