დასუფთავების აქციები "დასუფთავების დღე არის ყოველდღე"

2016 წლის 7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - გერმანიის განვითარების ბანკი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად აწყობენ „დასუფთავების დღეს“. 

 

დასუფთავების აქციები ჩატარდება 9 სხვადასხვა კარგად ცნობილ ლოკაციაზე თბილისში და მიმდებარე რეგიონებში. დასუფთავების აქციებში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. დასუფთავების აქციები ჩატარდება: თბილისის ზღვაზე (3 ლოკაცია), ლისის ტბაზე (2 ლოკაცია), მამკოდაში, კავთისხევში, ბაზალეთის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან (მცხეთა).

 

დასუფთავების აქციები "დასუფთავების დღე არის ყოველდღე"

 

კამპანიის „დასუფთავების დღეს არის ყოველდღე“ გახსნის ცერემონია გაიმართება 7 მაისს, 11 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე (ვარკეთილის მხრიდან, სასტუმრო „ჰუალინგის“ მოპირდაპირე მხარეს). იხილეთ რუკაზე ზუსტი მდებარეობა. გახსნის ცერემონიაზე ჩატარდება დასუფთავების აქციები, შეჯიბრები, ეკოვიქტორინა და პრესკონფერენცია. პრესკონფერენცია დაიწყება 11:30 საათზე.

 

დასუფთავების აქციებში და პრესკონფერენციაზე თბილისის ზღვაზე მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, KfW-ს კავკასიის ოფისის დირექტორი, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, „ეკოხედვას/EcoVision“ აღმასრულებელი დირექტორი და ფონდის „გაამწვანე საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

6-05-2016
http://ecovision.ge/uploads/posts/2016-05/1462555077_01-copy_small.jpg