ეკოფილმების ფესტივალი

21 ივნისს, 19.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision" და ა.შ.შ-ს საელჩო საქართველოში გიწვევთ ეკოფილმების ფესტივალზე, რომელიც გაიმართება მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC), მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა #10ა (ოპერის მოპირდაპირე მხარეს). 

 

ეკოფილმების ფესტივალის თემაა ეკოტურიზმი და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები საქართველოში. ფესტივალზე მოეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე გამოვლენილი 10 საუკეთესო სამოყვარულო ფილმის ჩვენება (თითო ფილმის ხანგრძლივობაა 1 წუთი). ღონისძიებაზე ასევე გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება, მათ შორის 2 სკოლის მოსწავლეს გადაეცემა საზაფხულო ეკობანაკის საგზურები, ხოლო უფროსების კატეგორიაში გამარჯვებული დაჯილდოვდება ვიდეოკამერით.

 

ღონისძიება დასრულდება 20:00 საათზე.

 

ეკოფილმების ფესტივალი

19-06-2016
http://ecovision.ge/uploads/posts/2016-06/1466369682_logo.jpg