ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

2017 წლის 29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, გაიმართა ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი მიზნად ისახავს,  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას მდგრადი განვითარების საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. 

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ მიეძღვნა გარემოს დაცვის თემატიკას. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა, კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი ენერგეტიკა.  

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკოკლუბების წარმომადგენლები. ასევე, წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში. 

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

აღნიშნული ფორუმით დაიწყო აქტიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავებას. პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

ფორუმი: „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“

 

 

29-04-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-05/1493916947__dsc0218-copy.jpg