დაჯილდოება - კონკურსი ჟურნალისტებისთვის "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა"

კლიმატი იცვლება - შეცვალე მიდგომები შენც, რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა!

 

დაჯილდოება - კონკურსი  ჟურნალისტებისთვის "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა"

 

2017 წლის 11 მაისს, თბილისში, გაიმართა მედიაკონკურსის „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“, "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

 

დაჯილდოება - კონკურსი  ჟურნალისტებისთვის "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა"

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ჟურნალისტებს მთელი საქართველოდან, რომლებიც მუშაობენ მედიასაშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია ან ონლაინ მედია). 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მედიაპროდუქტების მომზადება თემაზე „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“.

 

გამარჯვებული მედიაპროდუქტები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

- შინაარსის შესაბამისობა კონკურსის თემასთან

- რეპორტაჟის ხანგრძლივობა, სტატიის მოცულობა

- მედიასაშუალების რეიტინგი და დაფარვის არეალი

- ერთ-ერთი ან რამდენიმე მედიამესიჯის გამოყენება 

 

დაჯილდოება - კონკურსი  ჟურნალისტებისთვის "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა"

 

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.

 

საუკეთესო რადიოგადაცემა ან რადიორეპორტაჟი:

 

I ადგილი - ბარბარე ბენაშვილი

II ადგილი - კოკა კვირკველია

II ადგილი - თეა თოფურია

 

საუკეთესო ონლაინ მედიაპროდუქტი:

 

I ადგილი - ივლიტა გოგუა, თეა ჯანგავაძე

II ადგილი - მარიკა ვაჭარაძე

II ადგილი - ნინო ოთარაშვილი

 

დაჯილდოება - კონკურსი  ჟურნალისტებისთვის "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა"

 

მედიაკონკურსამდე 1 თვით ადრე, ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“. მასში 20-მდე ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, როგორც თბილისიდან, ისე სხვადასხვა რეგიონიდან. 

 

"ეკოხედვამ/EcoVision", "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში, მოამზადა დოკუმენტი "საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შეფასება".

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "ეკოხედვამ/EcoVision" ასევე მოამზადა კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმები ამბროლაურისხელვაჩაურის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ არის დამტკიცებული და გამგეობა ამ გეგმით ხელმძღვანელობს საკუთარი საქმიანობის პროცესში. ეს შემთხვევა ერთადერთია საქართველოში.

11-05-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-05/1494861543__dsc0568-copy.jpg