ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

2017 წლის 11 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და გამგეობის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „აჭარის სკოლების ცნობიერების ამაღლება ტყის დაცვის მიზნით“ ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით. პროექტის სლოგანია „გადაარჩინე ხე, შეინარჩუნე ტყე!“

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

აჭარის რეგიონი შეირჩა იმიტომ, რომ არის ყველაზე მოწყვლადი რეგიონი, სადაც ხშირად ხდება ბუნებრივი კატასტროფები. ასევე, აღნიშნულ რეგიონში ხშირია ტყეების დაავადებების შემთხვევები. 

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

ტრენინის მონაწილე პედაგოგებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) შესახებ. აღნიშნულ 12 სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბები. ეკოკლუბებს გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა (ელექტრონული მიკროსკოპები, საველე დურბინდები, მზის დამტენები, თერმომეტრები, ციფრული ფოტოაპარატები), ასევე, ბრენდირებული მაისურები, კეპები და ჩანთები. ტრენინგის მონაწილე გამგეობის თანამშრომლებს გადაეცათ ბრენდირებული მაისურები, კეპები და ჭიქები.

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

პროექტის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად, ასევე, მოეწყო ეკოტურები მაჭახელას ეროვნულ პარკში. აღნიშნული 12 სკოლის 120-მა მოსწავლემ და 12-მა პედაგოგმა, დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან ერთად დალაშქრა 4-კილომეტრიანი ბილიკი და ასევე მოისმინა ლექცია დაცული ტერიტორიების და მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ. 

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

ხულოში ჩატარდა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ

 

22-05-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-05/1495465524_img_5116-copy.jpg