სასკოლო კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ დაჯილდოება

2017 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, "ეკოხედვამ/EcoVision" ჩაატარა საერთაშორისო სასკოლო ვიდეოკონკურსის "გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები" ეროვნულ დონეზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩატარდა პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

 

სასკოლო კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ დაჯილდოება

 

სასკოლო კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ დაჯილდოება

 

კონკურსის 5 გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდა ეკობანაკის "ეკოხედვა" 1-კვირიანი საგზურით. (იხილეთ ვიდეოკლიპი ეკობანაკიდან). პირველ სამეულს, ასევე, გადაეცა ელექტრონული მიკროსკოპი, მზის დამტენი, საველე დურბინდი და გარემოსდაცვითი წიგნები. 

 

სასკოლო კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ დაჯილდოება

 

იხილეთ გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრები:

 

 

I ადგილი - ქ. თბილისის #149 საჯარო სკოლა - ავტორი: შორენა ჯანჯღავა. იხილეთ ვიდეო 

 

II ადგილი - დაბა ასპინძის #1 საჯარო სკოლა - ავტორი: ნიკოლოზ ნათენაძე. იხილეთ ვიდეო

 

III ადგილი - სოფელ ახალი ხიბულის #2 საჯარო სკოლა - ავტორი: გიორგი კაჭარავა. იხილეთ ვიდეო

 

III ადგილი - სოფელ ახალსოფლის #2 საჯარო სკოლა - ავტორი: ეკო ვარდიაშვილი. იხილეთ ვიდეო

 

IV ადგილი - ქ. ქუთაისის #7 საჯარო სკოლა - ავტორები: ნინო გაბუნია და მარიამ დანგაძე. იხილეთ ვიდეო

 

სასკოლო კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ დაჯილდოება

 

მადლობა ყველა მონაწილეს, რომ გაინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები. გისურვებთ წარმატებას! ‪

 

პროექტის “SPARE” მიზანია საზოგადოებაში ენერგიის დამზოგი იდეების და მეთოდების დანერგვა, მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნა გაუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს და ენერგიას, გამოიმუშაონ ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების სტილის უნარ-ჩვევები. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ.

 

 

 

5-06-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-06/1496853322__dsc0886-copy-2.jpg