კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში სპორტული თამაშები გაიმართა

2017 წლის 3 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, კამპანიის „დაზოგე წყალი“ მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდმა gwp-ოლიმპიადის ბოლო, სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი მოიცავდა როგორც სპორტულ თამაშებს წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით, ისე შემეცნებით ეკოვიქტორინას.

 

კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში სპორტული თამაშები გაიმართა

 

აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის რაიონის 16 სკოლის გუნდი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.

 

პროექტის „დაზოგე წყალი“ ორგანიზატორები არიან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision.” პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

 

კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში სპორტული თამაშები გაიმართა

 

პროექტის მიზანი მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. „დაზოგე წყალი“ მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

 

კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში სპორტული თამაშები გაიმართა

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზოგე წყლის კამპანიას თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს. 

 

კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში სპორტული თამაშები გაიმართა

 

3-06-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-06/1498050810_18839852_1473601689367888_286359124580785301_o-copy.jpg