მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა

პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სასკოლო კონკურსი. მასში 20-მდე ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები შესთავაზონ ფართო აუდიტორიას თუ როგორ დაზოგონ ენერგია და როგორ გამოიყენონ ის უფრო ეფექტურად.

 

მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა

 

წელს აღნიშნული კონკურსი ვიდეოკონკურსის სახით ჩატარდა და მისი მთავარი მესიჯი იყო „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან გადაიღეს და ატვირთეს ვიდეოები. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ შორის კი პირველ ადგილზე შორენა ჯანჯღავას ვიდეო გავიდა, საქართველოდან. შორენა თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში სწავლობს და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში, მათ შორის პროექტის „SPARE“ ღონისძიებებსა და კონკურსებში. 

 

მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა

 

შორენა ჯანჯაღავამ კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ საერთაშორისო დონეზე გამარჯვებით 300 ევრო მოიგო. მან, ასევე გაიმარჯვა კონკურსის ეროვნულ დონეზე, და არასამთავრობო ორგანიზაციისგან „ეკოხედვა/EcoVision“ საზაფხულო ეკობანაკის „ეკოხედვა 2017“ საგზურით დაჯილდოვდა. მას, ასევე გადაეცა ელექტრონული მიკროსკოპი და მზის დამტენი. ეროვნულ დონეზე სულ 5 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ეკობანაკის საგზურებითა და სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნიკით დაჯილდოვდნენ.

 

„SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების ყველაზე დიდი სასკოლო პროგრამაა მსოფლიოში. ამჟამად SPARE-ში ყოველწლიურად 11 ქვეყნის 300, 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას, ხოლო SPARE-ს ქსელში ჩართული სკოლების რიცხვი 5000-ს აჭარბებს.

 

მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა

 

პროექტის SPARE მთავარი მიზანია სათბურის აირების გამოფრქვევის შემცირება და კლიმატის სახიფათო ცვლილების შერბილება. ყველაზე სწრაფი და იაფი გზა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს ხელთ უკვე არსებული ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებაა. 1 კვ.სთ ენერგიის დაზოგვა უფრო ფასეულია ვიდრე 1 კვ.სთ ენერგიის გამომუშავება. ჩვენს ყოველდღიურობაში ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები უსასრულოა და ჩვევების შეცვლა არ ნიშნავს კომფორტისა და ცხოვრების ხარისხის შემცირებას!

 

პროექტის “SPARE” მიზანია საზოგადოებაში ენერგიის დამზოგი იდეების და მეთოდების დანერგვა, მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნა გაუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს და ენერგიას, გამოიმუშაონ ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების სტილის უნარ-ჩვევები. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ.

 

9-06-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-06/1498747899__dsc0875-copy.jpg