კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

2017 წლის 4 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, კამპანიის „დაზოგე წყალი“ დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თბილისის ზღვა დედაქალაქის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სისტემის განუყოფელი ნაწილია.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

პროექტის „დაზოგე წყალი“ ორგანიზატორები არიან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision.” პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

კამპანიის მხარდასაჭერად პროფესიონალური ველოშეჯიბრი გაიმართა, რომელშიც ველოსპორტის ფედერაციის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. საპრიზო ადგილებზე გასული ველოსიპედისტები ფულადი პრემიებით დააჯილდოვდნენ. ველოტურნირის ორგანიზებაში ჯივიპის პარტნიორობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ველოსპორტის ფედერაციამ გაუწიეს.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

რაც შეეხებათ „დაზოგე წყალი“ კამპანიაში გამარჯვებულებს, პირველ ადგილზე გასული 215-ე საჯარო სკოლის გუნდი, საზაფხულო ეკობანაკის „ეკოხედვა 2017“ საგზურით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული 182-ე და 176-ე საჯარო სკოლის გუნდების წევრებმა ჯილდოდ სპეციალურად მათთვის ორგანიზებული შემეცნებითი ეკოტურის საგზური მიიღეს.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ წყლის მსოფლიო დღეს, 22 მარტს დაიწყო. კამპანიის პირველი ეტაპი ვარკეთილის რაიონის 16 საჯარო სკოლაში შექმნილ გუნდებს შორის სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო შეჯიბრს ითვალისწინებდა წყლის დაზოგვის და მისი მდგრადი მოხმარების თემაზე.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. ასევე, „დაზოგე წყალი“ კამპანიის საზეიმო ღონისძიებას ვარკეთილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზოგე წყლის კამპანიას თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს. 

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ - დახურვის ცერემონია

 

4-06-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-07/1499174447_18920574_1475832172478173_216923173413272904_n-copy.jpg