183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

2017 წლის 4 ივლისს, პროექტის „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“ ფარგლებში, 183-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა სკვერი. 183-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა აღნიშნულ პროგრამაში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა სკვერის დაარსებისთვის. სკვერის მოწყობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

 

183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

 

სკვერის მოსაწყობად ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: ნიადაგის დამუშავება სარეველა ბალახების და გაველურებული მცენარეების მოსაშორებლად; ტერიტორიის დასუფთავება; სავალი ბილიკის მოპირკეთება; ხეების და ყვავილების დარგვა; სკამების შეღებვა. 

 

183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

 

პროექტი „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“ აშშ-ის სატყეო სამსახურის (USFS) და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის სახელწოდებაა „სკვერი 183“ და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“. სკვერის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ სკოლის პედაგოგები, ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები, ასევე, პროექტის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი მარიამ თევზაძე, გამგეობის წარმომადგენელი ციური ტეტუნაშვილი, „ეკოხედვას/EcoVision“ დირექტორი სერგი სოფაძე, დაცული ტერიტორიების წარმომადგენელი მარიამ თათარაშვილი, „დმ“ ჯგუფის დირექტორი ირაკლი მაისურაძე.

 

183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

 

183-ე სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელიები არიან გეოგრაფიის პედაგოგი ია სახელაშვილი და საინფორმაციო მენეჯერი - ნუნუ გაბათაშვილი. 183-ე საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE” და ეკოკლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე.

 

183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

 

183-ე საჯარო სკოლაში სკვერი გაიხსნა

 

4-07-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-07/1499689978_19657016_732580253590880_6725372663879942219_n-copy.jpg