დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

2017 წლის 22 ივნისს დაიწყო საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე სკოლის მოსწავლე - პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადის, კამპანიის „დაზოგე წყალი“ გამარჯვებული მოსწავლეები და ასევე განათლების სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილე ბავშვები. 

 

დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

საზაფხულო ეკობანაკები მოეწყობა კოლხეთის, ჯავახეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ასევე განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ სალიბაურში, აჭარაში. ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდი, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით. 

 

დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

ეკობანაკებში, გარემოსდაცვით თემებზე პოპულარულ ლექციებს წაიკითხავენ ამ დარგის პროფესორები და ექსპერტები. 

 

დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

-ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;

-ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;

-განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;

-ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;

-ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

-სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

დაიწყო 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“

 

 

 

იხილეთ კლიპი ეკობანაკიდან „ეკოხედვა 2015“

 

3-07-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-07/1499781092_19657284_1550415398364386_2154176279331395687_n-copy.jpg