საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

2017 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძესთან ერთად სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა. სტუმრები გაეცნენ ბანაკის პროგრამას, გაესაუბრნენ ბანაკის ლიდერებსა და მონაწილეებს.

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონის, სალიბაურის სკოლა-პანსიონის ეკობანაკი 2017 წლის ივლის-სექტემბერში, რამდენიმე ნაკადად (თითოეულ ნაკადზე 150 მოსწავლე), 1500 მოსწავლეს უმასპინძლებს აღმოსავლეთ საქართველოდან. სალიბაურის ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში ერთობლივად ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ეკოხედვა/EcoVision”.

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მეშვეობით. 

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

ეკობანაკში, გარემოსდაცვით თემებზე პოპულარულ ლექციებს კითხულობენნ ამ დარგის პროფესორები და ექსპერტები. 

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

 

ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

-ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;

-ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;

-განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;

-ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;

-ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

-სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა

13-07-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-07/1500205413__dsc0302-copy.jpg