„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

2017 წლის 30 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision", პროექტის „SPARE“ ფარგლებში,  ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა. „ეკოხედვას/Ecovision" კარავს ბევრი ადამიანი ესტუმრა და გაეცნო წარმოდგენილ ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, წიგნებს, ბუკლეტებს,  ბროშურებსა და თამაშებს გარემოს დაცვის შესახებ. 

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ეკოვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ვიქტორინაში ასობით სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეკოვიქტორინის შეკითხვები შემდეგი ძირითადი გარემოსდაცვითი თემებიდან იყო: ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება, ნარჩენები, ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა, საქართველოს და მსოფლიოს დაცული ტერიტორიები, ბუნებრივი რესურსები. კითხვების დიდი რაოდენობა იყო ასევე საბუნებისმეტყველო საგნებიდან. 

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

„ეკოხედვას/EcoVision“ სპეციალურ კარავში მოეწყო მეორადი ქაღალდის დამზადების მასტერკლასები. ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მეორადი ქაღალდი.

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

„ეკოხედვას/EcoVision“ კარავში ასევე ჩატარდა სახალისო ვიქტორინა ბიომრავალფეროვნების თემაზე. უამრავმა ბავშვმა მოუსმინა სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის ხმებს, რათა გამოეცნოთ რომელი ხმა რომელ სახეობას ეკუთვნოდა. აღნიშნული ვიქტორინის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით. 

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

სამეცნიერო პიკნიკის სტუმრებისთვის მოეწყო მასტერკალსები ნარჩენებისგან ახალი ნივთების აწყობაზე. ბავშვებმა სხვადასხვა სახის ნარჩენისგან საკუთარი ხელით დაამზადეს აქსესუარები, გარემოსდაცვითი რჩევებით.

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

„ეკოხედვას/EcoVision“ კარავში მისულ სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ „ეკოხედვას/EcoVision“  მიერ შექმნილი საბავშვო გარემოსდაცვითი სიმღერები.

 

„ეკოხედვა/Ecovision“ ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე

 

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ.

 

2-10-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-10/1507814231__dsc0580-copy.jpg