2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

2017 წლის ივნისიდან სექტემბრამდე, კოლხეთის, ჯავახეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკები „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 2000-მდე სკოლის მოსწავლემ - პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადის, კამპანიის „დაზოგე წყალი“ გამარჯვებული მოსწავლეები და ასევე განათლების სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილე ბავშვები. 

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების (ჯომარდი, სამთო ველოსიპედებით რბოლა, Zip-Line ტური და ა.შ.) მეშვეობით. 

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

ეკობანაკებში, გარემოსდაცვით თემებზე პოპულარული ლექციები წაიკითხეს ამ დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა. ეკობანაკელებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიომრავალფეროვნებაზე, დაცულ ტერიტორიებზე, ენერგოეფექტურობასა და ენერგოდაზოგვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ნარჩენებზე და წყალზე. 

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

-ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;

-ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;

-განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;

-ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;

-ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

-სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

2017 წლის საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ სკოლის მოსწავლეთათვის

 

20-09-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-10/1508154508_img_4178-copy.jpg