ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

2017 წლის 11 ოქტომბერს, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 120-ზე მეტმა მოსწავლემ. ტრენინგის ძირითადი თემა იყო წყლის რესურსები და მისი მნიშვნელობა. 

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

ტრენინგი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენელმა ირინა ჯაფარიძემ, რომელმაც ისაუბრა წყლის მდგრად მოხმარებაზე, წყლის დაზოგვის მნიშვნელობასა და მისი დაზოგვის გზებზე, ასევე, წყლის დაბინძურებაზე, დაბინძურების წყაროებსა და მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

ტრენინგს ასევე ესწრებოდა გადაცემის „ეკოვიზია“ წამყვანი ნინი კიკნაძე, რომელთან შეხვედრაც მოსწავლეების სურვილი იყო. მან წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია წყალზე. შეხვედრაზე, ასევე გაიმართა ვიდეოს ჩვენება წყლის დაბინძურებაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. 

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

ტრენინგის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბავშვების შეკითხვებს ამომწუარავი პასუხები გაეცა. 

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ მადლობას უხდის ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის მასწავლებელს, ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ.

 

ტრენინგი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეთათვის

 

11-10-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2017-10/1508247308_22537869_1699321430080050_23579076_n.jpg