58-ე საჯარო სკოლაში ეკოვიქტორინა ჩატარდა

2017 წლის 26 დეკემბერს, თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი 183-ე საჯარო სკოლა) ეკოვიქტორინა ჩატარდა. ეკოვიქტორინა სკოლის ეკოკლუბის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით გაიმართა. 

 

58-ე საჯარო სკოლაში ეკოვიქტორინა ჩატარდა

 

ვიქტორინის კითხვები გარემოს დაცვის თემაზე იყო. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის მოსწავლემ. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მოსწავლეები დაინტერესდნენ ეკოვიქტორინაში წამოჭრილი სხვადასხვა საკითხებით. გაიმართა დისკუსია.

 

58-ე საჯარო სკოლაში ეკოვიქტორინა ჩატარდა

 

58-ე სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელები არიან  გეოგრაფიის პედაგოგი ია სახელაშვილი და საინფორმაციო მენეჯერი - ნუნუ გაბათაშვილი. 58-ე საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE” და ეკოკლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე.

 

58-ე საჯარო სკოლაში ეკოვიქტორინა ჩატარდა

26-12-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-01/1516275301_26938071_1816210488397552_2006466941_o-copy.jpg