თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში, რიყის პარკში, ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში. ფესტივალის პარტნიორია კომპანია ინტეკი - ინოვაციური ტექნიკის მაღაზია. ენერგოეფექტურობის ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება „ეკოხედვას/EcoVision” მიერ.

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

ფესტივალზე გაიმართა ეკოვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის, რომლის გამარჯვებულებმაც მონაწილეობა მიიღეს ელექტრო ჰოვერბორდებით რბოლაში. პირველ ადგილზე გასულმა ბავშვმა კომპანია ინტეკისგან საჩუქრად ელექტრო ჰოვერბორდი მიიღო. მეორე ადგილზე გასული მოსწავლე სმარტფონების გარე დამტენით დაჯილდოვდა, მესამე ადგილზე გასული მოსწავლე კი - ინტეკის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით. 

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

ენერგოეფექტურობის ფესტივალზე, ასევე, გამოიფინა ენერგოეფექტური მოწყობილობები. ღონისძიების სტუმრებს დაურიგდათ სხვადასხვა გარემოსდაცვითი წიგნები, მათ შორის ენერგოდაზოგვასა და ენერგოეფექტურობაზე.

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების საკითხებში, ასევე ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა საზოგადოებაში. 

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

პროექტი “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ. 

 

თბილისში ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა

 

11-11-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-01/1517307496_23415611_1224031737727367_317086333806183734_o-copy.jpg